Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №8923/10, №8934/10, №8899/10, №8910/10, №8949/10 და 2026 წლის 27 აპრილის №8976/10 და №9038/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 27 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით №6 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი №6);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 83 ქვეპუნქტით №192 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი №192);
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი №14);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით №15 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი №15);
ე) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით №26 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი №26);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
მ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 411 ქვეპუნქტით №325 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “ჟურნალისტიკა (რუსულენოვანი)” (დანართი №325);
ნ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 412 ქვეპუნქტით №327 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციალური მეცნიერებები: თანამედროვე საქართველო” (დანართი №327);
ო) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №77);
პ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ჟ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №80);
რ) IV ნაწილის „დ“ პუნქტის 922 ქვეპუნქტით №253 დანართად დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში“ (დანართი №253);
ს) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 106-ე ქვეპუნქტით №106 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №106);
ტ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 107-ე ქვეპუნქტით №107 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №107);
უ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 108-ე ქვეპუნქტით №108 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №108);
ფ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 109-ე ქვეპუნქტით №109 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეთნოლოგია“ (დანართი №109);
ქ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით №110 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი №110);
ღ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 112-ე ქვეპუნქტით №112 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი №112);
ყ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 113-ე ქვეპუნქტით №113 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი №113);
შ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 114-ე ქვეპუნქტით №114 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი №114);
ჩ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 115-ე ქვეპუნქტით №115 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი №115);
ც) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 116-ე ქვეპუნქტით №116 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „თურქოლოგია“ (დანართი №116);
ძ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 117-ე ქვეპუნქტით №117 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არმენოლოგია“ (დანართი №117);
წ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 118-ე ქვეპუნქტით №118 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ებრაისტიკა“ (დანართი №118);
ჭ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 119-ე ქვეპუნქტით №119 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია“ (დანართი №119);
ხ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით №120 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (დანართი №120);
ჯ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 121-ე ქვეპუნქტით №121 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი №121);
ჰ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 122-ე ქვეპუნქტით №122 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სკანდინავიური ფილოლოგია“ (დანართი №122);
1) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 123-ე ქვეპუნქტით №123 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფრანგული ფილოლოგია“ (დანართი №123);
2) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 124-ე ქვეპუნქტით №124 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „იტალიანისტიკა“ (დანართი №124);
3) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით №125 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანისტიკა“ (დანართი №125);
4) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით №126 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია“ (დანართი №126);
5) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 127-ე ქვეპუნქტით №127 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ახალი ბერძნული ფილოლოგია“ (დანართი №127);
6) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 128-ე ქვეპუნქტით №128 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კლასიკური ფილოლოგია“ (დანართი №128);
7) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 129-ე ქვეპუნქტით №129 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზანტიური ფილოლოგია“ (დანართი №129);
8) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 130-ე ქვეპუნქტით №130 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი №130);
9) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 134-ე ქვეპუნქტით №134 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №134);
10) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 135-ე ქვეპუნქტით №135 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია“ (დანართი №135);
11) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 1352 ქვეპუნქტით №314 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „შორეული აღმოსავლეთი - იაპონისტიკა“ (დანართი №314);
12) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 1353 ქვეპუნქტით №315 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „შორეული აღმოსავლეთი - სინოლოგია“ (დანართი №315);
13) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე