№   24/29 - 1                                                            
4.08.2015
	
	4.08.2015
		
		სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის  (რექტორის ბრძანება №104/01–01, 6.07.2015) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
	
	„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ„ დანართი #1 - ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
	
	ვბრძანებ:
	
	1.
		
			შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
	
	•
		
			სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის უფროსი;
	
	•
		
			მაია პაპაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
	
	2.
		
			დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2015 წლის 7 აგვისტოდან 2015 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე) საკონკურსო საბუთების მიღება მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310.
	
	3.
		
			წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
	
	4.
		
			ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
	
	
		
		ფაკულტეტის დეკანი,
	
	
		
		პროფესორი                                             
			
				           თ. ბერიძე                                                                                                      
