2 და 3 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი და HIGGS გიწვევთ საჯარო ლექციებზე, სადაც განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოეკონომიკის სწრაფად განვითარებად სამართლებრივ და რეგულაციურ საკითხებს.
ლექციების თემები:
- ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი მოწესრიგება;
- AI სისტემებისა და მოდელების რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა;
- რისკზე დაფუძნებული მიდგომები;
- ინტელექტუალური საკუთრება და პასუხისმგებლობის საკითხები;
- ვირტუალური აქტივებისა და კრიპტოეკონომიკის სამართალი;
- კრიპტოაქტივების რეგულირების ქართული და გლობალური პრაქტიკა;
- აქტივების ფლობა, გადაცემა და ჩამორთმევა;
- კრიპტო საქმიანობის რეგისტრაცია და სამართლებრივი ჩარჩო.
🎤 მომხსენებელი:
ვახტანგ ჩხენკელი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის ექსპერტი.
თარიღი: 2–3 ივნისი
დრო: 19:00
ლოკაცია: თსუ I კორპუსი, აუდიტორია 214