შენ გაქვს შესაძლებლობა შემოუერთდე თიბისის რისკების აკადემიას, გაიღრმავო ანალიტიკური უნარები და ცოდნა რისკების მიმართულებით. რისკების აკადემია ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად შერჩეული სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები.
რას დაფარავს პროგრამა?
- Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი
- მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
- მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
- მონაცემთა ანალიტიკა
- შეხვედრები განყოფილების უფროსებთან
ვის ვეძებთ?
- თუ შენ:
- ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- იღებ/გაქვს განათლება ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
- გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
- გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
- გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია - რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.
- არ გაქვს სამუშაო გამოცდილება რისკების მიმართულებით.
კურსზე მოსახვედრად:
- 3 თებერვლიდან - 16 თებერვლის ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია
- წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და ვიდეო გასაუბრება.
- მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს.
დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიე საიტს