Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თიბისი რისკების აკადემიაში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღება იწყება

შენ გაქვს შესაძლებლობა შემოუერთდე თიბისის რისკების აკადემიას, გაიღრმავო ანალიტიკური უნარები და ცოდნა რისკების მიმართულებით. რისკების აკადემია ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად შერჩეული სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები.

რას დაფარავს პროგრამა?

  • Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი
  • მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
  • მონაცემთა ანალიტიკა
  • შეხვედრები განყოფილების უფროსებთან

ვის ვეძებთ?

  • ​თუ შენ:
  • ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • იღებ/გაქვს განათლება ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
  • გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
  • გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
  • გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია - რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.
  • არ გაქვს სამუშაო გამოცდილება რისკების მიმართულებით.

კურსზე მოსახვედრად:

  • 3 თებერვლიდან - 16 თებერვლის ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია
  • წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და ვიდეო გასაუბრება.
  • მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს.

დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიე საიტს

თარიღი: 04/02/2025