საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), მომხმარებელთა უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამას იწყებს.
პროექტის მიზანია - მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების კარიერული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 5 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ელ. ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge უნდა წარმოადგინონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ სტატია.
კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.
ლიდერთა მომზადების პროგრამის ფარგლებში, შეირჩევა ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში 2 თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლის. პრაქტიკის წარმატების დასრულების შემთხვევაში, პრაქტიკანტს შესაძლებლობა ექნება GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დასაქმდეს.
2023 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის I საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამა “დაიწყე კარიერა კონკურენციის სააგენტოში“ წარმატებით განხორციელდა. საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომელთაც სააგენტოში სტაჟირება გაიარეს, ერთ-ერთი მათგანი დღეს უკვე სააგენტოს თანამშრომელია.
გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი:
As part of the III International Week of Consumer Rights Protection, the Georgian Competition and Consumer Agency (GCCA) is launching the Consumer Rights Protection Leaders Training Program to enhance its activities and develop qualified professionals in the field. The program aims to support students' career growth, strengthen practical skills, and train specialists in consumer rights protection, preparing them for future employment.
Interested candidates are invited to submit an article on any consumer rights protection-related topic to the GCCA at consumer@gcca.gov.ge between February 5 and March 8, 2025.
The contest is open to students who have completed a bachelor’s degree in law or are currently pursuing master’s or doctoral degrees at a higher education institution.
As part of the Leadership Training Program, one student will be selected as the author of the best article and will have the opportunity to participate in the opening event of the III International Consumer Rights Week. The winner will also complete a two-month internship at the GCCA Consumer Rights Protection Department. Upon successful completion of the internship, they may be considered for employment at the department.
In 2023, during the I International Week of Consumer Rights Protection, the university program „Start a Career at the Competition Agency” was successfully implemented. Through this initiative, three winning students from Ivane Javakhishvili Tbilisi State University completed internships at the Agency, and one of them is now a full-time employee.