Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ლეგენდა“ 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 სტუდენტურ-ლიტერატურული კონკურსის „ლეგენდა“ 2024 წლის გამარჯვებული გოგა გუგავა გახდა. მას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1500 ლარი და კონკურსის პრიზი გადაეცა.    გამარჯვებული მომდევნო კონკურსის - 2025 წლის კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრი გახდება. კონკურსის მეორე და მესამე ადგილის მფლობელები - დაჩი ლეფსვერიძე  და ლერი ზივზივაძე, შესაბამისად 1000 და 700 ლარის ოდენობის ჯილდოთი და პრიზებით დასაჩუქრდნენ.

 

„ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება.

 

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

 

წლევანდელი კონკურსის ჟიურიში იყვნენ ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენითეონა დოლენჯაშვილიგიორგი ლობჟანიძე და 20223 წლის კონკურსის გამარჯვებული თორნიკე ლელაშვილი.

 

"ლეგენდა“  განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

 

თარიღი: 23/04/2025