geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რომანული ფილოლოგიის სამეცნიერო წრის კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის სამეცნიერო წრის ყოველწლიური საკონფერენციო ციკლის ფარგლებში, კონფერენცია - „ვაჟა-ფშაველა ევროპულ მთარგმნელობით რეალობაში“ გაიმართა.

 

კონფერენციის ძირითადი თემაა თარგმანის კრიტიკის საკითხები ვაჟა-ფშაველას თარგმანების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე და მხატვრული თარგმანის სხვადასხვა თეორიულ-პრაქტიკული ასპექტები. მის ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემები: ორიგინალიდან თარგმანამდე; მხატვრული ტექსტის თარგმნის სპეციფიკა (პოეზია და პროზა); თარგმნა თუ ინტერპრეტაცია; თარგმანის სირთულეები და თანამედროვე გამოწვევები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ რომანული ფილოლოგიის წრის და ასევე თარგმანისა და თარგმანის კრიტიკით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებს.

თარიღი: 12/06/2026