ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის 300-მდე მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები უახლესი კვლევების შესახებ ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ, ფსიქოლოგიისა და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, მედიცინის სექციებში. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად, 15 ქვეყნის 20-მდე მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის საზღვარგარეთ მოქმედი ქართველოლოგიური ცენტრებიდან. საერთაშორისო კონფერენცია თსუ-სა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.