Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო კონფერენციაზე იტალიასა-საქართველოს აკადემიური თანამშრომლობის შესახებ

თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში „იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია - ACIG 2025“ მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართულ და იტალიურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.

 

ერეკლე ასტახიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაზე და უნივერსიტეტის ძალისხმევაზე საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და გლობალურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

თარიღი: 07/04/2025