Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის პროგრამა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს ახალი შესაძლებლობა ეძლევა. თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით შექმნილი პროექტის ფარგლებში ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაიძლიერებენ კვლევით უნარებს, აკადემიური წერის შესაძლებლობებსა და  ჩაერთვებიან  პროფესიულ ქსელებში.

 

თსუ-სა და ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ დოქტორანტები და ახალგაზრდა პროფესორები ბიოლოგიის, ბიზნესის/მენეჯმენტის, ქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, ელექტრონული ინჟინერიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, სოციალური ფსიქოლოგიისა და წყლის მეცნიერებების მიმართულებებიდან.

 

კონკურსში გამარჯვებულები 2026 წლის ივნისში გაემგზავრებიან 8-კვირიან პროგრამაზე დალასის უნივერსიტეტში. პროგრამა დაიწყება ინგლისური ენის ინტენსიური კურსით, რასაც მოჰყვება აკადემიური და საგრანტო პროექტების წერის, დისერტაციის მომზადებისა და პრეზენტაციის უნარების მოდულები.

 

პროგრამა დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად.

განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)

 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით - https://shorturl.at/SI6qZ

თარიღი: 08/12/2025