თსუ გამომცემლობა ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც ტრადიციულად Olympia London-ში იმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები:
„სულიკო“ მსოფლიო ხალხთა ენებზე - ნინო პოპიაშვილი, „მხატვრული ფორმა - ეპოქა და ტენდენციები“ - ზაზა სხირტლაძე, „გილგამეშის ეპოსის ტრანსლიტერაცია“- თამაზ გამყრელიძე, „ექსისტენციალიზმის შესახებ“ - შალვა ნუცუბიძე, „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტებით“- ირმა რატიანი, „ქართული ენა უცხოელთათვის“ - რამაზ ქურდაძე, „საუკუნის ნიშანსვეტი“ - ზურაბ გაიპარაშვილი (რედ.), „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინგლისურ ენაზე თარგმნილმა „საქართველოს ისტორიამ“, რომლის ავტორებიც არიან ჯაბა სამუშია და დიმიტრი შველიძე, ხოლო მთარგმნელი ირაკლი ბერიძე. წიგნი სპეციალურად 2026 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობისთვის გამოსცა შორენა შავერდაშვილის გამომცემლობამ.
ფესტივალის ფარგლებში თსუ გამომცემლობის ხელმძღვანელი კახაბერ რუსიძე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებსა და გამომცემლებს, გაიმართა დისკუსიები და დაისახა ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 2015 წლიდან მონაწილეობს. ლიტერატურული პროგრამა ორგანიზებული იყო მწერალთა სახლის მიერ და განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.