ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ - XVI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური თანამშრომლობის მნიშვნელობას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათი ჩართულობის საჭიროებას.
კონფერენციის მიზანია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მრავალპროფილიან ღონისძიებაში მონაწილეობა. კონფერენციაში სხვადასხვა უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებმა მიიღო მონაწილეობა.