GAIA-ს ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლის მეორე შეხვედრას უმასპინძლა, რომლის თემა იყო - AI და სამართალი: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერებმა, გუა ტაბიძემ და ზვიად გაბისონიამ განიხილეს, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი IP სამართალს და ვის ეკუთვნის ის ცოდნა, რომელსაც გენერაციული AI ქმნის.
შეხვედრების მიზანი აკადემიურ სივრცეში AI-ის სხვადასხვა სფეროებზე გავლენის შესახებ დისკუსიის გააქტიურება და ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტი თიბისი ბანკის მხარდაჭერით და ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ტარდება.