თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი „ბრწყინვალე გონება“ დასრულდა!
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა და მომავალ გამოწვევებში წარმატებები უსურვა.
90-ზე მეტი გუნდი და 700-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ შეჯიბრებაში, სადაც დაძაბული და საინტერესო ფინალის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი - იურიდიული ფაკულტეტის გუნდი „ბადრის დისშვილი“ (ფულადი პრიზი: 5000 ლარი)
II ადგილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „შინდლერის ნისია“ (ფულადი პრიზი: 3000 ლარი)
III ადგილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი „Median Voters“ (ფულადი პრიზი: 1500 ლარი)
ვულოცავთ ყველა მონაწილე გუნდს და გამარჯვებულებს საინტერესო ასპარეზობას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, ახალ მიღწევებსა და საინტერესო გამოცდილებებს!