Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სპეციალისტის (შტატგარეშე)  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას  2025 წლის 6 ოქტომბრის  N24982/30 და  2025 წლის 10 ოქტომბრის N 25542/30  წერილების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის (შტატგარეშე) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება ხელშეკრულებით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Microsoft Office; Internet Browser;

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დებულებას;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
1) კომპეტენციის  ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების  (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავება-დაგეგმვისა და განვითარების  პროცესში მონაწილეობა;
2) საგანმანათლებლო  პროგრამებსა და სასწავლო კურსების სილაბუსებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ტექნიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
3) საბაკალავრო, სამაგისტრო  და   სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების  მომზადების პროცესში მონაწილეობა;
4) ფაკულტეტზე სწავლების სამივე  საფეხურის  სტუდენტებისათვის დახმარებისა და კონდულტაციების გაწევა საზღვარგარეთ ან სხვა უმაღლესს სასწავლებელში მიღებული კრედიტების აღიარებაზე,  საგნის  თავსებადობაზე  (ფაკულტეტზე არსებული  საგნების სილაბუსების შედარება სხვა უმაღლესი სასწავლებლის საგნებთან) და მიმდინარე სასწავლო პროცესში ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე;
6) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ  სტუდენტთა გამოკითხვაში,  მათ  შორის  ფოკუს  ჯგუფებში,  ჩართულობა; გამოკითხვის  შედეგების შესახებ  პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, და საჭიროების  შემთხვევაში  აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ინფორმაციის მიწოდება;
7) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებზე საპასუხო წერილებისა და ოქმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.   კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო  მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას  (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში უნდა მიეთითოს - „სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა.
14.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 314/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2025 წლის  23 ივლისის     N11/04 ერთობლივი  ბრძანების,   ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მზია წერეთლის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25368/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ      ხარისხის       უზრუნველყოფის      სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1250  (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში   მუშაობის   არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონს;
გ) თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  დებულებას;
დ) ფაკულტეტის  დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ)  ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ - ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)    პოზიციაზე    დასაქმების  შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
1)  მობილობის  პროცესში  გადმოსული  სტუდენტების მიერ  თსუ-სა   და  სხვა  უსდ საგანმანათლებლო  პროგრამების ფარგლებში მოპოვებული  კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა;
2) სასწავლო კურსის  სილაბუსებში და საგანმანათლებლო  პროგრამებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საორგანიზაციო  საქმიანობაში მონაწილეობა;
3)  საბაკალავრო და  სამაგისტრო  სასწავლო კურსების  სილაბუსების  ანოტაციების მომზადება და სილაბუსების ბაზაში დროულად განთავსება;
4) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ  სტუდენტთა გამოკითხვის  ორაგანიზებაში  მონაწილეობა და შედეგების  შესახებ  აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება;
5)  საბაკალავრო, სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამების  აკრედიტაციისა   და ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  -  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე 17:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში   უნდა    მიეთითოს   -
„ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)   შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა.
14.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 315/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი,  პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო,2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“რექტორის 2025 წლის 1 ოქტომბრის N996/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,    56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის        – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის    მართვის    ელექტრონული    სისტემის      (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.„სსიპ     - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო            პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და   იმავე   სავალდებულო  სასწავლო  კომპონენტში   (სასწავლო  კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო,2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“რექტორის 2025 წლის
1 ოქტომბრის     N996/01-04 ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებულ    N1 დანართში და  აღნიშნული  დანართი  ჩამოყალიბდეს წინამდებარე  ბრძანების   N1 დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   ბრძანების  დაინტერესებულ  პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1097/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის,  მე-2 პუნქტის, მე-18  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის,  37 2 მუხლის   პირველი,  მე-3,  მე-4  და  მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის ,და მე-11 პუნქტის , 322 მუხლის  პირველი, მე-4 , მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ილისის  N10/04 ერთობლივი ბრძანებისა  და  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის   ირმა რატიანის     2025 წლის  8 ოქტომბრის N25336/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა  პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი,   რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობები  შეიძლება
დაიკავოს  პირმა,  რომელიც  აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი  ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების მე-11 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5.კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 16 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025   წლის   17 ნოემბრიდან 2025   წლის   20 ნოემბრის ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 2 დეკემბრისა.
6.კონკურსი  გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

ციფრული ლიტერატურის  ლაბორატორია

მეცნიერ-თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


7.სამეცნიერო თანამდებობაზე  (უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი და მეცნიერ თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა  და ვადების  დაცვით  წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 
ე)   სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 20  ნოემბრის  ჩათვლით  1100-დან  1800 საათამდე,  ინსტიტუტის  შენობაში,   თბილისი, კოსტავას ქ. N5 ინსტიტუტის კანცელარია.
9.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).

12.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 248/01-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ისტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ “რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 10 ოქტომბრის  N25531/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად

ა) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება

ალექსანდრე თვარაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული
ქეთევან ქუთათელაძე- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ)  ახალი და უახლესი ისტორიის  განყოფილება

არჩილ კოხრეიძე- უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

 

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  უზრუნველყოს  შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 245/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25256/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე შენგელაია - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 
გ) ნელი საპოჟნიკოვა - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე შენგელაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად  ნელი საპოჟნიკოვა.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 19 ნოემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 244/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ , ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 9 ოქტომბრის N25416/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ”უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო    გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის ’’ მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,თ) თსუ-ს სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები თავისუფლდებიან შესაბამისი (რომელი უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებიც არიან) უცხო ენის ტესტირების ვალდებულებისაგან, თუკი განაცხადს აკეთებენ ისეთ მობილობაზე, სადაც სწავლების ენა იგივეა, რაც სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა თსუ-ში. აღნიშნული პირობა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მიმღები უნივერსიტეტი არ ითხოვს თსუ-ს სრულად უცხოენოვან ან/და ერთბლივ პროგრამაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს შორის შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.’’


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

რექტორიჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 17/04     

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის  დირექტორის თამარ წუწუნავას 2025 წლის 9 ოქტომბრის N25381/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N3 06.10.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თა ნამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ ლებანიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) მარიამ ახალკაციშვილი– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) კახა ქოიავა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ლებანიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მარიამ ახალკაციშვილი, მდივნად კახა ქოიავა.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 3 ნოემბრისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 246/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55- ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია   ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის   მინიჭების წესისა  და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის  14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა“  და  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ეკონომიკის  და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  2025 წლის 8 ოქტომბრის  №25202/29  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის   ბიზნეს  ადმინისტრირების სპეციალობის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის  განცხადების   ფორმა (დანართი №1).

3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა    და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის  სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის  განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა  და უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  შორის გაფორმებული მემორანდუმის  საფუძველზე,  უცხო  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5.სტიპენდიის მიღების  მსურველის  სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2025 წლის 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების   ცენტრში,  ელექტრონული ფოსტის  გზავნილით, მისამართზე:  nana.chargeishvili@tsu.ge;   (საკონტაქტო პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)

7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2025 წლის 03 ნოემბრისა.

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 242/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის  10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების  გასწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორების   მიზნით (ბეჭდვაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის’’ მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:


,,ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;


 

    მინიმალური ქულა მაქსიმალური
პროფესიული სტატუსი (0-5 ქულა) რექტორი/რექტორის მოადგილე/დეკანი 0 5

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის  (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი

0 4
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე 0 3
საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი 0 2
ERASMUS+ ICM პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული  პირი 0 1
       
სამეცნიერო რანგი (0-5 ქულა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 0 5
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0 4
მეცნიერი თანამშრომელი 0 2
       
აკადემიური რანგი
(0-5 ქულა)
პროფესორი 0 5
ასოცირებული პროფესორი 0 4
ასისტენტ პროფესორი 0 2
ასისტენტი 0 1
     
პრეზენტაბელურობა შესარჩევი ინტერვიუს
პროცესში (0-45
ქულა)

აკადემიური მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე
ან ადმინისტრაციული მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც აპლიკანტი დასაქმებულია კონკურსში მონაწილეობის მომენტში

0 10
მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე 0 10
მობილობის განხორციელების მოტივაცია 0 10
მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე 0 10
თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების (ადმინისტრირებაზე გავლენა 0 5
ახალი აპლიკანტი (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა) K107/K171 პროგრამაში გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა
1-დან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა
3-დან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა
5 დან 6 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 1 ქულა
6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა
0 5
შეზღუდული შესაძლებლობები (0-1 ქულა) შშმპ სტატუსი 0 1


2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3.  ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ      საქმეთა     კოლეგიაში,     მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე 

რექტორი ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 16/04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წელს დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივრის წარმოდგენისა და საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ",  ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო  პროცესის   მარეგულირებელი   წესის   მე-10 მუხლის  პირველი პუნქტის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2025 წლის 06 ოქტომბრის N24843/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე       2025 წელს   დარეგისტრირებული აპლიკანტების საჩივარში წარმოდგენილი საკითხების განხილვა წარიმართოს შემდეგი
პროცედურული  დაცვით:
ა) აპლიკანტმა საჩივარი უნდა  გამოაგზავნოს თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირებულია  აპლიკანტი სსიპ  - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის  ტექსტში უნდა   იყოს მითითებული, თუ   რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე (თბილისი, ქუთაისი), რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება  (შერჩევა) აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
ბ) სააპელაციო კომისია  აპლიკანტის  საჩივარს განიხილავს თუ  დაცული  იქნება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები და აპლიკანტი   მიუთითებს   გასაუბრების პროცესში  წარმოშობილი  ტექნიკური  ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ბ.ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე  ნაკლები);
ბ.ბ)  შესარჩევმა კომისიამ  აპლიკანტს  არ გააცნო გასაუბრების   ზოგადი   წესები  და  ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
ბ.გ) გასაუბრების  პროცესში კომისიის  წევრმა აპლიკანტს დაუსვა  ისეთი  კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში  მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს  არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად.

2.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე  2025  წელს  დარეგისტრირებული აპლიკანტების  საჩივრების  განმხილველი სააპელაციო კომისიის  მუშაობა  წარიმართოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) სააპელაციო კომისიის  თავმჯდომარემ ორგანიზება გაუწიოს  კომისიის  სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
ბ)  სააპელაციო კომისიის   მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების  კომისიის  ერთ- ერთი  წევრი   კომისიის   თავჯდომარის   დავალებით,   რომელსაც ევალება  დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
გ) სააპელაციო კომისიის  წევრ(ებ)ი აქტიურად  არიან ჩართული კომისიის  მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
დ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ე) სააპელაციო კომისია  აპლიკანტის  საჩივართან დაკავშირებით  დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე  დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. 
ვ) კომისიის  წევრების ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია თავმჯდომარის  ხმა.;
ზ) კომისიის  მუშაობის შედეგები  და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით  და მას ხელს აწერს კომისიის დამსწრე წევრები;
თ) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი, საჩივარი რჩება განუხილველი  და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით,  მეორე, საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის  გადაწყვეტილება ეგზავნება  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირების მიზნით.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის   სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 239/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს N169/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  „ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის  “ 51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის    პირველი   ნაწილის,   ,,უმაღლესი    განათლების   შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი   პუნქტის ,    მე-  9   პუნქტისა     და   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის   გიორგი  ღაღანიძის   2025 წლის   6 ოქტომბრის      N24853/29 წერილის  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს     ცვლილება     „    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ეკონომიკისა     და     ბიზნესის    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის  გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს  N169/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის    8 სექტემბრიდან     2025   წლის  19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2025  წლის 21 ოქტომბრისა“.
2.ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტის  "ელექტრონულ გვერდზე;
3.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 238/01-01  

სსიპ ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობისმათემატიკის  ინსტიტუტში  მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის   სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული   სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის ,,ა"  და  ,,პ"  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,   322 მუხლის  პირველი,    მე-2  და  მე-6  პუნქტების,  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების   - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში   მიღების   ერთიანი  წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ    წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ, ოქმი  N03;23.06.2017წ), "სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის    თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის      დამოუკიდებელი    სამეცნიერო    კვლევითი     ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   რექტორისა   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4  ივლისის      N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და   ანდრია   რაზმაძის       სახელობის      მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას   2025  წლის 6  ოქტომბრის  N24849/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის    სახელობის   მათემატიკის      ინსტიტუტში მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    10 წლის  ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,სამეცნიერო  კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6  წლის  გამოცდილება  (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც),  ბოლო 10  წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის  არანაკლებ 3  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.   მთავარი   მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს   პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში   მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის    დაკავების    დამატებითი პირობების    მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.  მთავარი  მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობის   დასაკავებლად კონკურსანტებს  ასევე მოეთხოვებათ: გამოქვეყნებული უნდა  ჰქონდეს 20 რეიტინგული სამეცნიერო სტატია  მაინც  შესაბამისი  პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში
5. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 5 დეკემბრისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის   სახელობის   მათემატიკის      ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:


თეორიული ფიზიკის განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება დანართი 2);
ბ)    პირადობის  დამადასტურებელი   დოკუმენტის ასლი (პასპორტი,  პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)     შესაბამისი      აკადემიური    ხარისხის      დამადასტურებელი      დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის     (ასეთის     არსებობის    შემთხვევაში)     აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)   სამეცნიერო საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და  არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700  საათამდე. ქ. თბილისი,  მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი,  №2, თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი,  მე-2 სართული, ოთახი №7.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ   ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების       უნივერსიტეტის      ოფიციალურ       ვებ-გვერდზე        განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 237/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ნოდარ ამაღლობელის სახელობის  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მირიან ტაბიძის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25194/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2025 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი N06/25) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის    სამეცნიერო-კვლევით     ინსტიტუტში    მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ    კერესელიძე      - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი.
ბ) მერაბ   გოგბერაშვილი     - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი.
გ) რევაზ შანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    - თამაზ კერესელიძე, საკონკურსო კომისიის წევრად - რევაზ შანიძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად -  მერაბ გოგბერაშვილი

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 3 ნოემბრისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 240/01-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის      - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2021 წლის    2 ივლისის   N42/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე   ჩარიცხვის    წესი   და პირობები“-ის 24-ე მუხლის , თსუ  პროფესიული  განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2025 წლის 10 ოქტომბრის N 25265/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს   სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე    2025 წლის   მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის    უზრუნველსაყოფად   საგამოცდო   კომისია,    პრაქტიკული მოსინჯვის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა (დანართი N1).
2. ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 241/01-01

2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ზაალცბურგის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის , მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის დამტკიცების შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და  საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის   უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 25050/10; 07.10.2025) საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ზალცბურგის უნივერსიტეტის მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და  ზალცბურგის  უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „პოლიტიკის  მეცნიერება ინტეგრაცია  და მმართველობა (PoSiG)“ პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის 2025/2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის    გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა  შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 7 ოქტომბერს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე დუნდუა, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ქარაია, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ეკატერინე ფირცხალავა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  ირინა გამყრელიძე
5.   კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა    საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების   შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04
ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის
პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 233/01-01      

სსიპ ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი,  მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ),  "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების და  ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2025 წლის 6 ოქტომბრის N24950/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის    ინსტიტუტში     უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    7 წლის  ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა  ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები,მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.უფროსი  მეცნიერ  თანამშრომლის თანამდებობაზე  შეიძლება დაიკავოს პირმა,რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 8 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა     განისაზღვროს 2025 წლის 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.     საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის პირველი დეკემბრისა.
5.კონკურსი  გამოცხადდეს  ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტში    უფროსი  მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:


კონდენსირებული  გარემოს ფიზიკის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2- საშტატო ერთეული

 

6.სამეცნიერო თანამდებობაზე  (მეცნიერი  თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის  დამადასტურებელი   დოკუმენტის ასლი (პასპორტი,  პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო  საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი როდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის  ფიზიკის   ინსტიტუტში    მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, ოთახი 411.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 234/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 6 აგვისტოს N173/01-01 ბრძანებაში დამატების  თაობაზე

საქართველოს  „ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის  “51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის,  ,,უმაღლესი განათლების   შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 6 ოქტომბრის    N24923/27 წერილის  საფუძველზე

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა    ფაკულტეტზე    ასოცირებული     პროფესორების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 6 აგვისტოს N173/01-01 ბრძანებას დაემატოს  31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. არქეოლოგიისა და საქართველოს   ისტორიის     სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ასოცირებული    პროფესორებისა  და    ასისტენტ  -პროფესორების აკადემიური თანამდებობების   დასაკავებლად  შესარჩევი საკონკურსო  კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს  2025 წლის  17 ნოემბრისა“.
2. ბრძანება    გამოქვეყნდეს გაზეთ   "თბილისის     უნივერსიტეტის   "ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე    ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა     აუდიტის    სამსახური,     ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 235/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის   N63/2017 დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3  პუნქტების,  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის  2025 წლის  7 ოქტომბრის   N25073/10 მოხსენებითი  ბარათის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2025 წლის  6 ოქტომბრის სხდომის  ოქმი  N6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თინათინ ლეჟავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 
ბ)  ნათელა ანანიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 
გ)  მარინე ზაუტაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თინათინ ლეჟავა, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნათელა ანანიაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად მარინე ზაუტაშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.
5. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 236/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის    N364 ბრძანებით   დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების  მიერ აქტივებისა  და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული  აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი  დებულებებისა და უნივერსიტეტის  საინვენტარიზაციო კომისიის  აპარატის თავმჯდომარის  მურმან  ცარციძის 2025 წლის  02 ოქტომბრის   N24711/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”)  ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად     და    მოქმედი    კანონმდებლობის   მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების  მიზნით,  დაევალოს „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე  შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს   2025 საბიუჯეტო  წლის ბოლოს, 06 ოქტომბრიდან  06 დეკემბრამდე  უზრუნველყოს ქონების,  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების  სრული    ინვენტარიზაცია       01 ოქტომბრის    მდგომარეობით    და ინვენტარიზაციის აქტის,       შესაბამის       დოკუმენტებთან      ერთად,      წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში  ჩატარების  უზრუნველყოფის მიზნით,  დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა  მინისტრის  2021  წლის  31  დეკემბრის  N364  ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  მიერ  აქტივებისა   და  ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული   აღრიცხვის  საერთაშორისო სტანდარტების   (სსბასს-ების)   საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე  ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 
 

სრულად

ბრძანების N: 307/02-01