BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების ოფისის მისიაა BDO- ს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შექმნის გზით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და თანამშრომლობის გამარტივებას.
ადგილმდებარეობა - ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - ანაზღაურებადი სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00- 14:00
ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან,დასაქმდებიან კომპანიაში
ფუნქცია/მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერასა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება
- პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო სამუშაოების განხორციელებაში ჩართულობა
- კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლასა და ანალიზში მონაწილეობა
- ახალი აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
- პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა
- სამუშაო როლთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისა და მენეჯერის მითითებების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის
სტუდენტებიც)
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- ტექნოლოგიური სფეროსადმი ინტერესი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის კონსულტანტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.07.2025