BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და
კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250- ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. BDO-ს საქართველოში ერთ- ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ადგილმდებარეობა - ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - უმცროსი HR სპეციალისტი
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30, შესვენება:13:00-14:00
ფუნქცია/მოვალეობები:
- შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვასა და მართვაში აქტიური ჩართულობა
- შერჩევის აპლიკაციაში ინფორმაციის ადმინისტრირება
- თანამშრომელთა სწავლებასა და ტრენინგებთან დაკავშირებული საკითხების მართვაში მონაწილეობა
- სხვადასხვა HR პროექტების (თიმბილდინგი, კორპორატიული ღონისძიება და ა.შ) ორგანიზება
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი
გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება: MS Excel, MS Word, Outlook
- დროის მართვის უნარი
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს - უმცროსი HR სპეციალისტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.07.2025