
როინ ყავრელიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1969
ისტორიკოსი,მეცნიერი,მკვლევარი, მთარგმნელი
როინ ყავრელიშვილი დაიბადა 1969 წელს ახალქალაქში.
1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი .
1997-2002 წლებში აკ. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მაძიებელი.
მისი სადისერტაციო თემაა - "1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თურქული ისტორიოგრაფია".
2005-2007 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის დირექტორი 2007 -2012 წწ.
2012–2018წწ. არტაანის უნივერსიტეტში ხელძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ქართული ენის და ლიტერატურის განყოფილებას.
როინ ყავრელიშვილი იკვლევს ქართულ–თურქულ, რუსულ-თურქულ ურთიერთობებს და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში კავკასიის საკითხებს.
არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის 5 წიგნი, აქედან 4 თანაავტორობით), 7 სამეცნიერო მონოგრაფიის და კრებულის მთარგმნელი ქართულიდან თურქულ და თურქულიდან ქართულ ენებზე. არის 7 საერთაშორისო სამეცნიერო იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, აქედან ორის რედაქტორის მოადგილე.
არის 60-ზე მეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიანტი; ერთი ადგილობრივი და სამი საერთაშორისო კვლევითი პროექტის მონაწილე; მშობლიური ენის გარდა ფლობს თურქულ, რუსულ, სომხურ და გერმანულ ენებს; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და თურქეთის რესპუბლიკის ყარსის კავკასიის და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი, თურქეთმცოდნე.
გამოცემული შრომები:
ასპინძა და ასპინძელობა (რედაქტორი). - ახალციხე, 2019. - 248გვ.. - ISBN: 9789941955273
არტაანი და ყარსი: პუბლიცისტური და ისტორიულ-ლიტერატურული ჩანაწერები (რედაქტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2018. - 94გვ.. - ISBN: 9789941432590
სამცხე-ჯავახეთი XIX საუკუნის პირველ მესამედში (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 132გვ.. - ISBN: 9789941229046
სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო = Samtskhe-Javakheti mutfağindan (თანაავტორი). - ახალციხე, არდაჰანი : Baski, 2016. - 324გვ.
ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი : ლაპიდარული წარწერები, ტოპონიმია, საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრები (თანაავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2012. - 506გვ.. - ISBN: 9789941436222