კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე , რომლის მთავარი მიზანი იქნება თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
ფუნქცია მოვალეობები
- შეისწავლოს ევროკავშირის მიერ დადგენილი ნორმები და წესები, ეტაპობრივად უზრუნველყოს აღნიშნული ნორმების მორგება კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
- უზრუნველყოს პოზიციების შესაბამისად: ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების განსაზღვრა, შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის ინდივიდუალური ნორმების და წესების შემუშავება;
- ჩაატაროს სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
- მოიკვლიოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები და ინციდენტები, განახორციელოს მათი აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება;
- უზრუნველყოს ორგანიზაციაში არსებული მანქანა დანადგარებთან, ტექნიკასთან და აღჭურვილობასთან უსაფრთხო მუშაობის წესების შემუშავება;
- უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების აუდიტი ობიექტებზე და უსაფრთხოების რისკების შეფასება;
- აუდიტის შედეგად გამოვლენილი გადახრების და შეუსაბამობის შემთხვევაში , განახორციელოს მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტების მართვა;
- უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით (დიპლომი/სერთიფიკატი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ინგლისური ენის ცოდნა მინ.B2 დონეზე (კომუნიკაცია, წერა) სასურველია C1 დონის ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების Ms Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
კომპეტენციები
- ემოციური ინტელექტი;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომუნიკაბელურობა;
- ვერბალური და წერითი გადმოცემის უნარი;
- ცვლილებებზე ორიენტირება;
- დეტალებზე ორიენტირება;
- შედეგზე ორიენტირება.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “არომაპროდუქტი”-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.