Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/02/2025 - 05/03/2025

პოზიციის დასახელება   -   სივრცის კონსულტანტი თბილისის გლდანის იუსტიციის სახლში

კონკურსის ტიპი    -   ღია კონკურსი

ორგანიზაცია    -   სსიპ - იუსტიციის სახლი

კატეგორია    -   მომსახურება

განცხადების ბოლო ვადა    -   05.03.2025

 

თანამდებობრივი სარგო:  1095 ლარი

ადგილების რაოდენობა   -  2

სამსახურის ადგილმდებარეობა   -   თბილისი

სამუშაოს ტიპი  -    სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა   -   6 თვე

 

ფუნქციები

• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;

• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;

• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;

• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;

• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ "იუსტიციის სახლის" შტამპით დამოწმება;

• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება;

• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

მოთხოვნები  

მინიმალური განათლება  -  სტუდენტი

 

საკონკურსო თემატიკა

  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2024 წლის 31 იანვრის №259/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული