საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სავალუტო რეზერვების მართვის განყოფილებაში.
დეპარტამენტი: ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი
განყოფილება: სავალუტო რეზერვების მართვის განყოფილება
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 4
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით
დეპარტამენტის ამოცანებია: შიდა ბაზარზე მონეტარული ოპერაციების წარმოება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების, მათთან დაკავშირებული რისკების მართვა, საერთაშორისო ანგარიშსწორება და საერთაშორისო საბანკო საკორესპონდენტო ურთიერთობების წარმოება.
სავალუტო რეზერვების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
- საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული გარიგებების წარმოება ეროვნული ბანკის საბჭოს და საერთაშორისო რეზერვების მართვის კომიტეტის მიერ დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით;
- საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; წინადადებების მომზადება საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავების დროს, აგრეთვე რეკომენდაციების მომზადება გამოსაყენებელი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ;
- საერთაშორისო სავალუტო და ფინანსური ბაზრების ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
- გარე მენეჯერის მიერ საერთაშორისო რეზერვების ნაწილის მართვის მონიტორინგი და ანალიზი.
სტაჟირების შესახებ: ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პერიოდის განმავლობაში შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის მიმართულებით.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- გაეცნოს ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას;
- კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
- გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
- დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად.
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ეკონომიკის მიმართულებით;
- ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების, ინვესტიციების და პორტფელის თეორიის, ფინანსური ინსტრუმენტების და ბიზნეს მოდელირების ფუნდამენტების ცოდნა.
კომპეტენციებისა და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ემოციური გაწონასწორებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
- განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
- წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
წერითი დავალების თემატიკა:
- ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები;
- ფულადი ბაზრებისა და კაპიტალის ბაზრის ფინანსური ინსტრუმენტები;
- რისკის მართვის საფუძვლები;
- პორტფელის მართვის თეორია;
- მიკრო და მაკროეკონომიკა;
შენიშვნა: წერითი დავალება ჩატარდება ინგლისურ ენაზე
მესამე ეტაპი:
- გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
- რეზიუმე (CV)
- რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი
ტექსტი „სტაჟირება - სავალუტო რეზერვების მართვის განყოფილებაში“ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.