სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 18/29 - 01
25.06.2025
ქ.თბილისი
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2023 წლის 04 დეკემბრის 22/29 - 01 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2023 წლის 04 დეკემბრის 22/29 - 01 ბრძანებაში და პირველი პუნქტი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
დ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ე) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
ვ) ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი;
თ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ი) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
კ) ზეინაბ გოგრიჭიანი - უფროსი მასწავლებელი;
ლ) ირინე მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ნ) ნინა სუხანსკაია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
ო) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
პ) გვანცა ერისთავი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე