Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „სურსათის მარკეტინგის“ სასერტიფიკაციო კურსის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასერტიფიკაციო კურსი „სურსათის მარკეტინგი“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. თოდუა).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს (ე. ღვინერია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 261

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N243 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების  შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის თანახმად,

 

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N243 დადგენილებაში და ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ნაცვლად ჩაიწეროს ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულება.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება (13756/02. 14.07.2009)

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 260

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამები (დანართი 1).

 

  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 259

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამები „გენდერის კვლევები“ (დანართი 1) და „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ (დანართი 2).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 258

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №143/2016 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 257

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №143/2016 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№75/2014, 17.07.2014 დადგენილებით 

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი 1). (№75/2014, 17.07.2014)


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 257

საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 256

სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს სილაბუსის ახალი ფორმა (დანართი 1, დანართი 2) და მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი 3, 4, 5, 6).


2. სილაბუსის ახალი ფორმის მიხედვით წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.


3. სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010-2011 სასწავლო წლიდან.  


4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 255

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).


2. განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 254

სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 253

საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 252

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსები – სწავლების თანამედროვე მეთოდები (დანართი 1), მეცნიერების მენეჯმენტი (დანართი 2), ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა (დანართი 3).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 251

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).

 

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 250

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).

 

 

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 250

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 249

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.12.2009, №328/2009; 16.03.2011, №27/2011; 
25.03.2013, №55/2013 დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 


1.     დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


11. დადგენილება ვრცელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (16.03.2011, №27/2011)


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია). 
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 249

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთარებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხების (კვალიფიკაციების) დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთარებულთათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხები (კვალიფიკაციები) (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 248

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეულ პირთა არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, 36–ე მუხლის მე–3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. მოიხსნას ასაკობრივი შეზღუდვა და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობა მიეცეთ 65 წელს მიღწეულ პირებს.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 247/1

2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დატკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,

 

განისაზღვროს 2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები:

 

I შემოდგომის სემესტრი

1. ბაკალავრიატი:

1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 3 აგვისტო – 18 სექტემბერი;

1.2 პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების წარმოდგენა) - 7 სექტემბერი - 18 სექტემბერი;

1.3 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი;

1.4 სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 სექტემბერი – 2 იანვარი;

1.5 სასესიო პერიოდი – 8 იანვარი – 6 თებერვალი;

1.6 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;

2. მაგისტრატურა:

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი;

2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 სექტემბერი – 9 იანვარი;

2.3 სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი;

2.4 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;

3. დოქტორანტურა:

3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი  – 2 ოქტომბერი;

3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 5 ოქტომბერი – 16 იანვარი;

 

II გაზაფხულის სემესტრი

1. ბაკალავრიატი:

1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

1.2 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი (წინასწარი რეგისტრაცია); 8 თებერვალი – 1 მარტი (ძირითადი რეგისტრაცია);

1.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;

1.4 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი;

2. მაგისტრატურა:

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;

2.3 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი ;

3. დოქტორანტურა:

3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;

3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი  – 12 ივნისი;

 

I. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტმენტს (რ.ჩიქოვანი).

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 247

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ” 2008-2009 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის N87 დადგენილების II მუხლის მე–2 პუნქტის 2.4–ე ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2.4 სასესიო პერიოდი – 15 ივნისი –18 ივლისი.“


2. კონტროლი დადგენილებაზე  დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ.ჩიქოვანი)
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 246