geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/08/2026 - 10/09/2026

სამუშაო განაკვეთი: სრული

„ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;

ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარიდან)

რას გთავაზობთ?

მეგობრული და პროფესიონალრბით დაკომპლექტებული გუნდი;

კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;

კონკურენტული ანაზღაურება;

სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?
კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;

 გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი;

ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა;

მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;

 პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;

რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;

თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.

თუ ხარ
   ✔ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი;
   ✔ მიზანდასახული;
   ✔ ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

 

>> სარეგისტრაციო <<