geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/08/2026 - 06/09/2026

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე სამართალწარმოების განყოფილებაში.

მდებარეობა: თბილისი, ა.ყაზბეგის გამზირი 12ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

 

·      ჯანმრთელობის დაზღვევას

·      დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის

·      თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს. 

 

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·      კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სახელწიფო თუ არასახელწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და მის ტერიტორიულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა;).

·      სამართალწარმოების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება;

·      კომპანიის მომხმარებლებთან/საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა, ასევე მათი განცხადებების და საჩივრების განხილვა და პასუხის მომზადება;

·      წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან;

·      პრობლემურ საკითხზე იურიდიული დასკვნის მომზადება;

·      სასამართლო პრაქტიკის/საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება.

·       საჭიროების შემთხვევაში, კოლეგებისთვის სამართლებრივი საკითხების მიმართულებით ცოდნის გაზიარება/მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

·      აუცილებელია იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე (სამართალწარმოების მიმართულებით) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

·      აუცილებელია ადვოკატთა და/ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

·      უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას;

·      სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);

·      Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·      ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი; ვერბალური);

·      დროის მართვის უნარი;

·      ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·      მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·      დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

>>  სარეგისტრაციო <<