Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განათლების III კონფერენცია „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“

2026 წლის 3-4 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების  III კონფერენცია  „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გაიმართება. კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესიულ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისთვის, ინოვაციური მიდგომების განხილვისა და პროფესიული განათლების განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის გლობალურ კონტექსტში.

 

კონფერენციის მიმართულებები:

 

►პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია

 

►ციფრული უნარების განვითარება

 

►კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა

 

►ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლება - თანამედროვე გამოცდილება

 

►სტუდენტზე ორიენტირებული ინოვაციური სწავლება

 

►სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელები - კეთებით სწავლება

 

►მომავლის კომპეტენციების იდენტიფიცირება და განვითარება პროფესიულ განათლებაში (ციფრული, „მწვანე“ და რბილი უნარები);

 

►პროფესიული განათლება და შრომის ბაზარი - თანამედროვე ტენდენციები

 

►საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მოდელები (მაგ., Erasmus+ მობილობა) პროფესიულ განათლებაში;

 

►ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე —  პრაქტიკული გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები;

 

►სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება განათლებასა და ინდუსტრიას შორის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

 

კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეთათვის იგეგმება  ექსკურსია კახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში.  მასწავლებლებისა და  სტუდენტების მიერ შეგროვებული ტანსაცმელი, სათამაშოები, სურსათი და ტკბილეული   გადაეცემათ სოციალური საწარმოს ბენეფიციარებს.

 

კონფერენცია 2024 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგელნები იღებენ. 2026 წლიდან კონფერენცია საერთაშორისო გახდა და პირველად იქნებიან წარმოდგენილი უცხოელი პარტნიორები.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოხსენებები  2026 წლის 1 მაისიდან 10 ივნისამდე უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tsuvetconference@tsu.ge  (წერილში მიუთითეთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).

 

კონფერენციაში  მონაწილე სტუდენტების ნაშრომებს უნდა ახლდეს ხელმძღვანელის რეკომენდაცია.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცაემათ სერტიფიკატები

 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული , ინგლისური

 

პრეზენტაციის წარდგენის დრო- 5-7 წუთი

 

კითხვა-პასუხი - 5 წუთი

 

ნაშრომის გაფორმება:

 

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;

 

არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 20მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;

 

შრიფტი, Sylfaen 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1.5Pt;

 

სტატიაში ფორმულები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;

 

ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;

 

პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (12Pt, Bold);

 

სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და სახელი (12Pt, Bold), აკადემიური ხარისხი და თანამდებობა.

 

სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 150 სიტყვა);

 

►სტრიქონის გამოტოვებით, საკვანძო სიტყვები ( მაქსიმუმ 5);

 

►სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს

 

ნაშრომის სტრუქტურა:

 

►ანოტაცია

 

►შესავალი

 

►ტექსტის ძირითადი ნაწილი

 

►დასკვნები და რეკომენდაციები

 

►გამოყენებული ლიტერატურა

 

►რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი, რეზიუმესთან აუცილებელია მიეთითოს სტატიის სათაური, ავტორის გვარი, სახელი და აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაზე).

 

►მოხსენება მომზადებული უნდა იყოს PowerPoint ფორმატში, არაუმეტეს 15 სლაიდისა.

 

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

 

ლევან წიქარიძე - თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელი

 

ინეზა ვაწაძე - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე

 

მურთაზ სვანიძე - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორი (ქუთაისი)

 

ნანა მამაგულიშვილი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში

 

სალომე ჭანტურიძე- თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის მენეჯერი

 

ნათია გაბრიჭიძე - თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის ინტერნაციონალიზაციის მენეჯერი

 

თეა ჭეიშვილი - თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი (ქუთაისი)

 

სოფიო კაკაურიძე - თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

 

მარინე ხავთასი -  თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

 

ხათუნა ჭეიშვილი - თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის სტუდენტთა პირადი საქმის მწარმოებელი მენეჯერი (ქუთაისი)

 

ნათია ლაღაძე -  თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის მენეჯერი (ქუთაისი)

 

ლიკა იმედაშვილი - თსუ პროფესიული  განათლების ცენტრის ინკლუზიის სპეციალისტი

 

თარიღი: 21/04/2026