Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/11/2025 - 05/12/2025

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ავტოლიზინგის გუნდში.

 

მდებარეობა: თბილისი; ბობ უოლშის ქუჩა #9

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·      ჯანმრთელობის დაზღვევას;

·      დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·      კონკურენტულ საბონუსე სქემას;

·      თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·      გაყიდვების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია;

·      დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;

·      კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;

·      დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;

·      განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;

·      პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;

·      არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·      სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;

·      სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

·      საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·      პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·      მოლაპარაკების წარმოების უნარი;

·      დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<