Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/10/2025 - 31/10/2025

შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

·                    მაგისტრის დიპლომი გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით;

·                    სამედიცინო ფიზიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·                    რადიაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;

·                    ინგლისური ენის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·                    ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;

·                    პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდურად მუშაობის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

·                    სამედიცინო აპარატურის ფიზიკური პარამეტრების ხარისხის კონტროლი და კალიბრაცია;

·                    რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

·                    ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პერსონალისთვის რადიაციული უსაფრთხოების, აპარატურის გამოყენებისა და ხარისხის კონტროლის საკითხებზე და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;

·                    ახალი მეთოდების დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში;

·                    ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

·                    სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;

·                    მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13.

 

ბენეფიტები:

·                    ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass;

·                    ერთჯერადი ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება);

·                    პროფესიული და ზოგადი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები;

·                    მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში/სემინარებში;

·                   სწავლის დაფინანსება.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<