მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც კოორდინაციას უწევს თიბისი ბანკის მასშტაბურ სტაჟირების პროგრამას. გუნდის მიზანია, ეფექტურად მართოს სტაჟირების სრული ციკლი და მოიზიდოს წარმატებული სტუდენტები, რაც მოიცავს როგორც შერჩევის პროცესს, ასევე სტაჟირების განმავლობაში თანამშრომელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
- დაახლოებით 20 -მდე სხვადასხვა მიმართულებით სტაჟიორების რეკრუტინგის პროცესების მართვა და კოორდინაცია
- სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებთან კოლაბორაცია და შეხვედრების ორგანიზება
- კანდიდატებთან გასაუბრებების ჩატარება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა
- აყვანის შემდგომი ადმინისტრაციული პროცესების მართვა
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა
- შეფასების ფორმების მართვა
- საჭიროებისამებრ ჩართვა გუნდის სხვადასხვა საქმიანობაში სტაჟირების პროგრამის მხარდასაჭერად
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს HR მიმართულებით განვითარების მაღალი მოტივაცია
- გაინტერესებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ძირითადი სპეციფიკის შესწავლა
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარები
- ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
- გაქვს მულტითასქინგის უნარი
- გაქვს სწრაფვა სწავლისა და განვითარების მიმართ
- ხარ ინიციატივიანი და პროაქტიული
- ხარ მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან რელევანტური მიმართულებით
- ფლობ ინგლისურ ენას და MS Office პროგრამებს( პრიორიტეტულია Excel)
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული