ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველწლიურად, ასევე ყოველი ექვსი თვის ჭრილში მოგება-ზარალის უწყისის, ბალანსის, კაპიტალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების მომზადებაში ჩართულობა; საჭიროებისამებრ სხვა სახის ფინანსური რეპორტების აწყობაში მონაწილეობის მიღება;
- კონსოლიდირებული ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ჰოლდინგის მასშტაბით ბუღალტრული ბაზების დამუშავება და საჭირო კორექტირებების შეტანაში მონაწილეობის მიღება; დარიცხვების შემოწმება და ბუღალტრული ბაზების სისრულისა და გამართულობის კონტროლში ჩართულობა;
- ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
- ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- პროფესიული სიახლეების გაცნობა;
ცოდნა და გამოცდილება:
აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- IFRS მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოდილება (სტაჟირების პერიოდის გათვალისწინების გარეშე);
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
- MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);
სასურველია:
- აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ACCA;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული