კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
04/08/2025 - 22/08/2025
ზოგადი ინფორმაცია
- საბავშვო ბაღის აღმზრდელი/პედაგოგი (3-6 წლის ბავშვებისთვის);
- სრული სამუშაო გრაფიკი (ორშაბათი-პარასკევი, 8:30 - 17:00);
- სახელფასო რეინჯი: დაახლოებით 1,700-2,300 ლარი ნეტი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- ARDI-ს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო აღწერა
- სხვა მასწავლებლებთან ერთად ასაკობრივად შესაფერისი აქტივობების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება განათლების სტანდარტებს;
- გერმანული ენის სწავლების მხარდაჭერა საბავშვო ბაღის ყოველდღიურ აქტივობებში;
- დადებითი კლასის ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- სხვადასხვა სასწავლო ტექნიკების გამოყენება (მაგალითად: ზღაპრების თხრობა, თამაშები, მუსიკა და ხელოვნება).
სამუშაო გამოცდილება
- ბავშვებთან მუშაობის, სწავლების გამოცდილება. (სასურველია).
განათლება
- დაწყებითი კლასების მასწავლებელი ან მსგავსი მიმართულება. (სასურველია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გერმანული ენის დონე: B1
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: career@headvice.ge. ველში subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.