სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომერციულ მიმართულებაში (ანალიტიკა).
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
· ლიზინგის ხელშკერულების გაფორმებაში მონაწილეობა;
· ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვის პროცესში ჩართულობა;
· რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ფინანსების; ბიზნესის ადმინისტრირების და/ან ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office-ის ფლობა საშუალო დონეზე (Excel-ის ცოდნა საბაზისო ფორმულების დონეზე);
· ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· სასურველია მცირედი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
· გუნდურობა;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
> სარეგისტრაციო <