პროფესიული ტრენინგისა და განმავითარებელი პროგრამების ლიდერი კომპანია UCMAS Georgia აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი კომპანიის ხედვაა 4-14 წლამდე ბავშვებში ლიდერობისა და ძლიერი პიროვნული უნარების განვითარება. ჩვენი მიდგომა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს მასწავლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით:
- მენტალური არითმეტიკის პროგრამის მასწავლებელი
- მინი-ინჟინერიის პროგრამის მასწავლებელი
- რობოტიკის პროგრამის მასწავლებელი
დაინტერესებულ პირს შეუძლია 1 ან მეტი მიმართულებით იმუშაოს.
უფლება-მოვალეობები:
- პროგრამის ოფიციალური სასწავლო პროგრამის შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
- მოსწავლეებისთვის მენტალური არითმეტიკის პროგრამის ჯეროვნად სწავლება, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ფორმატში; ასე საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ პლატფორმაზე;
- მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროებისამებრ, რეკომენდაციის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (B1) ფლობა სავალდებულოა, რადგან სასწავლო მასალები და საერთაშორისო შეხვედრები წარიმართება ინგლისურ ენაზე;
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი ნახევარი ან სრული, შეთანხმდება კანდიდატთან წინასწარ;
- ხელფასი სამუშაო საათების მიხედვით- 500 ლარიდან ნახევარ განაკვეთზე, 1200 ლარამდე სრული განაკვეთით.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ info@smartman.ge