კომპანია Nexia TA, წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული
კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას
საქართველოში.
კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას პროცესების ოპტიმიზაციის და
ტექნოლოგიების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული, ლექციებთან შეთავსებით
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვე (არაანაზღაურებადი)
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (განიხილებიან აქტიური სტუდენტებიც),
სასურველია ტექნიკური განხრით
აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
Microsoft Office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა
მოვალეობები:
Microsoft Office სერვისების მიმართულებით კომპანიის საქმიანობის
მხარდაჭერა
კლიენტებთან ურთიერთობა
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული
დამოკიდებულება
კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი
ანალიტიკური აზროვნების უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
აქტიურობა
კომუნიკაბელური
პუნქტუალური
შრომისმოყვარე
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV ქართულ
ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება
პროცესების ოპტიმიზაციის და ტექნოლოგიების დეპარტამენტში, წინააღმდეგ
შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.