საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი
სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) საგადასახადო და ბუღალტრული მიმართულებით.
მოთხოვნებით:
განათლება: ფინანსების, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების
მიმართულებით, ან მომიჯნავე სფერო - განიხილება დამამთავრებელი კურსის
სტუდენტებიც.
სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;
სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel-ის პროგრამაში;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
გუნდში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 6
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის
შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:
ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
ტესტირების თემა: ფინანსური აღრიცხვები
გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
კონკურენტული სახელფასო სისტემას;
სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://www.ecovis.com/georgia/