პაშა ბანკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში
პაშა ბანკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, სრული განაკვეთით.
ვაკანსიების რაოდენობა: 4
სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი, სრული განაკვეთი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების დახმარება ყოველდღიური ინციდენტების გადაჭრასა და სერვის-მოთხოვნების შესრულებაში;
ტექნიკური პრობლემის გაჩენისას, განყოფილების თანამშრომლების დახმარება კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკასა და მოგვარებაში;
განყოფილების თანამშრომლების დახმარება IT-ში შემოსული დავალებების ადმინისტრირებაში;
გუნდის დახმარება ოპერაციული სისტემების ინსტალაციაში;
გუნდის დახმარება კომპიუტერის კომპონენტების ტესტირების პროცესში, მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
გუნდის დახმარება პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერაში - პრინტერი / სკანერი.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ჩაითვლება უპირატესობად;
თეორიული ცოდნა IT სფეროში;
ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაგეგმვა-ორგანიზების და საკუთარ დროის ეფექტურად მართვის უნარი.
მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.
მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.