ს.ს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი მოვალეობები:
საბანკო სისტემებში დაფიქსირებული ინციდენტების აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა ან ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან;
საბანკო სისტემებიდან რეპორტების მომზადება;
სისტემების კონფიგურაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთვარებული (სასურველია - კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან კომპიუტერული ინჟინერიის განხრით);
ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!