ვაკანსია:
Aldagi - გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
20/03/2026 - 31/03/2026
გაყიდვების უმცროსი მენეჯერი Part-time
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი მენეჯერი პოზიციაზე,მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-14:00 ან 14:00 18:00 მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო
>> სარეგისტრაციო ბმული <<
ძირითადი მოვალეობები:
- მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა და გაყიდვა;
- სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესების, კომპანიების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება, სადაზღვევო პროდუქტების გაცნობის მიზნით;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გაყიდვების სფეროში ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული.