Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/03/2026 - 08/04/2026

პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ლოგისტიკა
  • მარკეტინგი
  • ფინანსები
  • სავაჭრო მარკეტინგი
  • ბიზნესის განვითარება გაყიდვების
  • ანალიზი და რეპორტინგი
  • ადამიანური რესურსები

IT & Processes | სამართალი

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ და ჩაერთოთ ქვემოთ მოცემულ პროცესებში შესაბამისი მიმართულებებით:

ლოგისტიკური პროექტები და მარაგების დაგეგმვა, მართვა

  • ლოგისტიკური პროექტების ფარგლებში მრავალფეროვანი მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა
  • მარაგების დაგეგმვის და მართვის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება
  • ბაზარზე არსებული ტრენდების გამოვლენა
  • სხვადასხვა საჭირო რეპორტის შექმნა და განვითარება

ლოგისტიკური რეპორტები და სისტემური ოპერაციები

  • ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო პროცესების განხორციელება
  • სადისტრიბუციო ციკლის დაგეგმვა და რეპორტინგი
  • სისტემური და დოკუმენტური პროცესების მართვა

გაყიდვების ანალიტიკა და ბაზრის კვლევა

  • გაყიდვებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ინფორმაციის მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა
  • გაყიდვების KPI შედგენა და მონიტორინგი
  • სხვადასხვა საჭირო რეპორტების აწყობა და განვითარება
  • ბაზრის კვლევა და მიგნებების საპრეზენტაციო მასალის შექმნა

ადამიანური რესურსები

  • კანდიდატებთან კომუნიკაცია
  • გასაუბრებების ორგანიზება და განხორციელება
  • ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება
  • სხვადასხვა სისტემაში თანამშრომელთა ბაზებთან მუშაობა

მარკეტინგი

  • მარკეტინგული პროექტების (სოციალური ქსელების ინბოქსი და ფაბლიშინგი) დაგეგმვა-განხორციელება
  • ვენდორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
  • პროექტების ფარგლებში პრეზენტაციის მომზადება

შესყიდვები

  • ბაზრის შესწავლა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • სხვადასხვა სახის მონაცემების რეპორტების მომზადება და განვითარება
  • სხვადასხვა საოფისე საორგანიზაციო საკითხის მართვა

ფინანსური ოპერაციები

  • ძირითადი საშუალებების რეალიზაციის პროცესის მართვა
  • ბუღალტრული გატარებების მართვა
  • ბუღალტრული გატარებების, გაანგარიშებების, აღრიცხვის პროცესის ანალიზი

IT & Technology

  • დიდი მონაცემების დამუშავება სხვადასხვა სისტემებში (Power Bi, Excel, ERP data)
  • ბიზნეს პროცესების გაცნობა და ანალიტიკა
  • ავტომატიზაციის და ოპტიმიზაციის პროექტებში მონაწილეობა

 

იურიდიული მიმართულება:

  • სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები
  • შიდა ნორმატიული რეგულაციები და პროცედურები
  • აქტივების რეგისტრაცია/მართავასთან დაკავშრებული საკითხები
  • სახელშეკრულებო ურთიერთობები (ადგილობრივი და საერთაშორისო კონტრაჰენტები)
  • არქივის წარმოება