ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის უმცროსი მენეჯერი
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· შიდა რეპორტინგის სისტემის მართვა და რეგულარული რეპორტების მომზადება სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის;
· პორტფელის და სხვა კომერციული რეპორტების კვირეული მონიტორინგი, ანალიზი და შესრულების შეფასება;
· ბონუსების დათვლის პროცესის ადმინისტრირება ყოველთვიურად და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
· კრედიტორებთან პორტფელისა და ფინანსური მაჩვენებლების ყოველთვიური მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნესის მიმართულებით;
· მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, ფინანსური რეპორტინგის და/ან მსგავსი მიმართულებით;
· ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
· Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
· Microsoft Excel-ში დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავების/ანალიზის, ფინანსური/სტატისტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· ანალიტიკური აზროვნება
· დეტალებზე ორიენტირებულობა
· გუნდური მუშაობის უნარი
· დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ინიციატივის გამოჩენის უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა.