PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში
მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში
წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების
კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team";
გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2021
ევროპასა და საქართველოში, ხოლო წელს პირველად გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად. ეს ტიტული
კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკებისა თუ პროცესების დანერგვისა და
განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდი როგორც სტაჟიორი ლოგისტიკის მიმართულებით მომავალი დასაქმების პერსპექტივით და 1 წლის
განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები ცოდნისა
და სხვადასხვა უნარების გასაუმჯობესებლად და განვითარდი პროფესიონალთა გუნდთან ერთად!
რა ამოცანებია შესასრულებელი:
• აქტიური მონაწილეობა მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა ანგარიშების/რეპორტინგის პროცესებში
• აქტიური ჩართულობა მიწოდების ანალიზის, დაგეგმვისა და პროგნოზირების პროცესებში
• კომპანიის მომწოდებლებთან კომუნიკაციაში ჩართულობა
• მიწოდების ჯაჭვის დაგეგმარების გუნდის წევრთა დახმარება მიმდინარე პროექტებში
• მონაწილეობა მარაგების კონტროლის პროცესებში
ვის ვეძებთ:
▪ ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებების
კურსამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
▪ სასურველია პრაქტიკა/სტაჟირება ანალიზის/მონაცემთა დამუშავების მიმართულებით
▪ MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
▪ უცხო ენების ფლობა: რუსული B2+ დონეზე, ინგლისური B1+
▪ ძლიერი ანალიტიკური უნარები
▪ ეფექტური კომუნიკაციის უნარი
▪ სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა
რას გთავაზობთ:
• პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობასა და მხარდაჭერას
• სტაბილურ ანაზღაურებას - 500 ლარი
• წვდომას პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
• ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესდი?
გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 18 აპრილისა, მიუთითე ვაკანსიის
დასახელება სათაურის ველში და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება,
შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების
გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც
კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.