"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00 (სწავლასთან შეთავსებით)
ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის გუნდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
- მონაწილეობა მიიღოთ MSSP-ის შექმნასა და SOCaaS-ის დანერგვის პროცესში.
- შეისწავლოთ ისეთი სისტემების გამოყენება, როგორიცაა SIEM, Firewalls, IDS, Insider Threat Management, DLP, EDR, Vulnerability Management და სხვა;
- შეისწავლოთ უსაფრთოხების შემთხვევების მონიტორინგი და მართვა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ინციდენტის სიღმისეული ანალიზი, სხვადასხვა წყაროების კორელაციის გამოყენებით, ასევე გამოსწორების გზების და საფრთხის აღმოჩენის ახალი ანალიტიკური მეთოდების უზრუნველყოფა.
- ინციდენტების დამუშავების, შეკავების, აღმოფხვრის და აღდგენის უზრუნველყოფა, რეპორტების წარმოება და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ესკალაცია.
- კრიტიკულობის და აქტუალურობის განსაზღვრისთვის ალერტების შემოწმება და შესაბამის განყოფილებასთანკომუნიკაცია.
- მიმდინარე სისუსტეებზე, შეტევებზე და სიახლეებზე ინფორმაციის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსი მიმართულებით ინტერესი და ზოგადი ცოდნა.
- განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
- ცოდნა ან გამოცდილება IT, ქსელური და ინფრასტრუქტურული პროდუქტების/სერვისების მიმართულებით.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
- ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.
- იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.
გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2024 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათამდე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული