კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start - Business Solutions ( www.startbs.com ) 10 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესის წამოწყებას, რისთვისაც დამკვეთებს შესაბამის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს: დაფინანსების მოპოვებიდან დაწყებული რთული კომპლექსური კვლევებით დასრულებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის პროექტებში: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნესის შეფასება, მიზანშეწონილობის კვლევები, საინვესტიციო შეთავაზებები.
ძირითადი მოვალეობები:
ფინანსური მონაცემების მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანალიზის მომზადება;
პროექტისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
მაგისტრატურის ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
აუცილებლად ფინანსების მიმართულებით;
სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ( გამოცდილებაში ჩაითვლება გავლილი
სტაჟირებაც );
Excel-ის ცოდნა;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება 800-1000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 თებერვლამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ
თქვენი CV