ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ვიწვევთ ყველა მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდა!
ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები.
შესარჩევი ეტაპი:
• კანდიდატების ონლაინ ტესტირება-გასაუბრება;
• მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული ონლაინ სწავლება.
ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში ანაზღაურების სახით კანდიდატს ჩაერიცხება სტიპენდია, რის შემდგომ იგი გახდება ბანკის თანამშრომელი და დასაქმდება ფილიალსა და მის დაქვემდებარებულ სერვი-ცენტრებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
- უცხო ენების - რუსული, ინგლისურის კარგად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
- პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
- გუნდური მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@libertybank.ge
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.