Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„პალიტრა ჰოლდინგი“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ეძებს HR სტაჟიორს ტრენინგების მართვის მიმართულებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

  • ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • პალიტრა აკადემიის სოციალური არხების მართვაში ჩართულობა;
  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
  • მცირე შემეცნებითი რესურსების მომზადება;
  • ტრენინგის შემდგომ შეფასებაში მონაწილეობის მიღება.

 

სტაჟირების პერიოდი - 6 თვე, ანაზღაურებადი.

 

სტაჟირების 6 თვიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს პალიტრა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

 

სასურველია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. შერჩეულ კანდიდატს ხელს შევუწყობთ სწავლაში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს რეზიუმეების გამოგზავნა შეუძლიათ მეილზე vacancy@palitra.ge, subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HR სტაჟიორი ტრენინგების მართვის მიმართულებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

 

განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი 7 მარტი.