ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას Digital კონსულტანტის პოზიციაზე.
ვიწვევთ ყველა მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდა!
ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები.
სამუშაო გრაფიკი : სტუდენტებზე მორგებული სრული და არასრული 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.
Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის/ მაგისტრატურის სტუდენტები;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
- მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
- თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
- მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება. სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
- შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
- დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
- ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- გუნდურობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@libertybank.ge
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.