პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს HR პროგრამული უზრუნველყოფის კონსულტანტს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.
გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.
ძირითადი სამუშაო:
- კლიენტის დისტანციური კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
- კლიენტისგან მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
- კლიენტისგან მიღებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.
- კლიენტის მიერ ახალი დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი, სტრუქტურირება და დოკუმენტირება;
- დოკუმენტირებული მოთხოვნების დამუშავება საპროექტო გუნდთან ერთად.
- შესრულებული ამოცანების კლიენტისთვის ჩაბარება და გაშვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HR ან ბუღალტერიის სფეროს მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
- ანაზღაურება: 800- 1,000 ლარი ხელზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა- გაუმჯობესებული პაკეტი, რომელსაც თანადაფინანსების გარეშე, კომპანია სრულად ანაზღაურებს.
- პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა.
- კორპორატიული ღონისძიებები და მამოტივირებელი აქტივობები.
- თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი.
ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: HR Software Consultant