კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
07/02/2023 - 26/02/2023
ვაკანსია დეველოპერულ კომპანია შპს „რადიუს“-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბელიაშვილი (მშენებლობასთან ახლოს)
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის აღსრულება;
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება;
- ახალი პროდუქტების მოფიქრება, დანერგვა, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
- პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების და კომერციული წინადადებების მომზადება;
- სოციალური მედია არხებისთვის ყოველთვიური ქონთენთის შინაარსის განსაზღვრა და დავალების გაწერა (Brief); აღსრულების ხარისხის კონტროლი;
- სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- კონკურენტებისა და ბაზრის შესახებ კვლევების წარმოება;
- კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
- სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება;
- კამპანიების შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- ისტორიების თხრობის (storytelling) და შემოქმედებითი წერის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შემოქმედებითობა და ინიციატივობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდის მართვის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე hr@glg.ge და მიუთითოთ თქვენი სავარაუდო სახელფასო მოლოდინი.