“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების
ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში,
ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში
იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული
პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და
ყაზახეთში.
“გორგია” აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის
დეპარტამენტში, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე;
- გასაუბრებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო აღწერების შედგენაში მონაწილების მიღება;
- სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი (სატელეფონო/წერილობითი);
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.
მისამართი: წერეთლის #140
Tel: 0322 960 960
E-mail: recruit@gorgia.ge
Web: www.gorgia.ge
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:
- გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
გისურვებთ წარმატებებს!